საპატრიარქო: პატრიარქის კურთხევაა, ღამის 12-საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ აღდგომას

პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ღამის 12 საათიდან ყველა ანთებული სანთლით შევხვდეთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას. გილოცავთ ცეცხლის გარდამოსვლას, ქრისტე აღდგა!”- ნათქვამია საპატრიარქოს მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები