ბოლნისში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გადაგზავნილი 30 პაციენტის საკვლევი მასალიდან დღეს 21 პასუხი მოვიდა -ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტესტირება გუშინ 30 პირს ჩაუტარდა, საიდანაც დღეს 21-ის პასუხები მივიღეთ. 21 პირიდან ვირუსი მხოლოდ 2-ს დაუდასტურდა, 9 ადამიანის ტესტის პასუხს კი კვლავ ველოდებით. „ – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 52 მდე გაიზარდა.