ქობულეთის შემოვლით გზაზე სასწრაფოს მანქანას ტრაილერი შეეჯახა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად,  დაშავებულია მედდა, პაციენტი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჯგუფს გადაჰყავდა და ტრაილერის მძღოლი.ისინი ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ფატზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები