ლევან გოფოძე: ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ 50 პაციენტის მიღება შეუძლია
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთას 67 პაციენტი გვყავს. აქედან 33 არის დადასტურებული კოვიდინფექციით და დანარჩენი პაციენტები არიან დაკვირვების რეჟიმში”,-ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ 50 პაციენტის მიღება შეუძლია.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ წუთას 67 პაციენტი გვყავს. აქედან 33 არის დადასტურებული კოვიდინფექციით და დანარჩენი პაციენტები არიან დაკვირვების რეჟიმში. უტარდებათ გამოკვლევები, ტესტირება და შესაბამისად, ტესტირების პასუხის შემდგომ გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკებში იმის მიხედვით, თუ რა დიაგნოზი დადგინდება. ზოგს ისევ დავაბრუნებთ კარანტინში. ჩვენთან კარანტინის ზონიდანაც გადმოდიან პაციენტები, რომელთაც რაღაც პრობლემები ექმნებათ იქ, ვთქვათ ცხელების სახით, ხველის ან სხვა სიმპტომებით. ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს შეუძლია კიდევ მიიღოს 50 პაციენტი.
მოგიწოდებთ დარჩით სახლში“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.