ლაგოდეხში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მერიისგან დახმარებას მიიღებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული სოციალური – ეკონომიური მდგომარეობის გართულებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველ მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 750 ლარი გამოეყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით სასურსათო პაკეტს 2000-მდე შეჭირვებული ოჯახი მიიღებს.
“მერიის დახმარებას მიიღებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 ვეტერანს 200 ლარი და 63 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს 100 ლარი ერთჯერადად ჩაერიცხებათ.
პროდუქტის დახარისხების და დარიგების პროცესებში მუნიციპალიტეტის მერი – ჯონდო მდივნიშვილი, პირადად მიიღებს მონაწილეობას”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.