86 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი და სცენარისტი – რეზო ესაძე გარდაიცვალა

86 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე რეჟისორი და პროდიუსერი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი აქვეყნებს სტატუსს.
„86 წლის ასაკში გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი და მხატვარი – რეზო ესაძე, ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს! დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა მთელს ერს, მშვიდად განისვენეთ ბატონო რეზო“, – წერს ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი.
რეზო ესაძე დაიბადა 1934 წლის 18 თებერვალს. მონაწილეობა მიიღო 122 ფილმში. გადაღებული აქვს 11 ფილმი.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-58 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად სკოლაში. 1964 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა სტუდია „ლენფილმში“, ხოლო 1972 წლიდან – „ქართულ ფილმში“.
1979-1989 წწ. გაერთიანება „დებიუტის“ მხატვრული ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია “+1”-ს. არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი.
იყო კემბრიჯის, ვაშინგტონის, მიუნხენის „ლენბახჰაუზის“ საერთაშორისო კატალოგების საბჭოს საპატიო წევრი.
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი.
კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენოსანი.

ფილმოგრაფია

1962 – ერთხელ
1965 – ფრო (Фро)
1966 – ოთხი ფურცელი (Четыре страницы одной молодой жизни)
1969 – წამზომი (Секундомер)
1973 – ყოველ შაბათს
1976 – წკიპურტები
1980 – ერთი ნახვით შეყვარება
1981 – წისქვილი ქალაქის გარეუბანში
1982 – საქორწილო საჩუქარი (Свадебный подарок)
1985 – ნეილონის ნაძვის ხე
2003 – ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები