„ექიმებმა გადამარჩინეს და განუწყვეტელმა ლოცვებმაო“ – კინორეჟისორმა ირაკლი კვირიკაძემ „კოვიდ-19“ დაამარცხა

რეჟისორი ბუბა ხოტივარი ფილმების: „ქვევრის“, „მოცურავის“, „ქალაქ ანარის“… რეჟისორის,  ირაკლი კვირიკაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფეისბუქსტატუსს ავრცელებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსის ინფექცია დაუდგინდა.
„ახლა ველაპარაკეთ ტელეფონით ირაკლი კვირიკაძეს მოსკოვში.
ჯერ თემურ ბაბლუანი ელაპარაკა, შემდეგ მეც დავურეკე.
ზარი ბავშვივით გაუხარდა. სიყვარულით მოიკითხა ყველა ქართველი.
დაგვიდასტურა, რომ მართლაც გადაიტანა კორონავირუსის მწვავე შეტევა და, როგორც თქვა, სასაწაულით გადარჩა – ექიმებმა გადამარჩინეს და განუწყვეტელმა ლოცვებმაო.
სიკვდილის წინ დავიწყე ლოცვები, აქამდე არხეინად ვცხოვრობდიო.
ვირუსი ლონდონში ავიკიდე, გამოფენაზეო. ერთი თვე ვიწვალე და ჯოჯოხეთი გავიარეო…
ევროპის მთავრობები უფრო უპასუხისმგებლონი აღმოჩნდნენ, ვიდრე ქართველებისო.
მაგრამ ყველას მოგვიწოდა, არ გაუთამამდეთ ინფექციას და სახლებში დაეტიეთო. აქამდე მიღწეული წყალში არ გადაყაროთო. დისციპლინა გადაარჩენს საქართველოსო (რავარი ლოზუნგია!?)

რახან ჯოჯოხეთი გაიარე, აწი სამოთხეში მოხვდები-მეთქი.
გაიცინა, მეც ამის იმედი მაქვსო.
ერთობლივი დასკვნა გამოვიტანეთ:
ლოცვები, იმედი, დისციპლინა და ერთმანეთის სიყვარული!
ღმერთს ვებარებოდეთ, ხალხნო!

ცნობისათვის:
ირაკლი კვირიკაძე (12 ივლისი, 1939) – ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1970 წელს საკავშირო კინემატოგრაფიული ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
ფილმები: 1970 – „ქვევრი“, 1976 – „ქალაქი ანარა“, 1981 – „მოცურავე“ და ბევრი სხვა, ერთიმეორეზე უკეთესი“, – წერს ბუბა ხოტივარი.
………………………………………………………………
ფოტო: ტომა სტენკოს ფეისბუქგვერდიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები