მეუფე იაკობი გამყრელიძე-იმნაძეზე: ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ
ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებისგან – ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, აღდგომას ეკლესიაში არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ. თავიანთი საქციელის გამო, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ”, – აცხადებს მეუფე იაკობი.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ მოქალაქეებს მოუწოდეს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აღდგომის ღამეს ეკლესიაში არ მივიდნენ.
„არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმატით, ილოცებენ ჩვენი მამაოები, ჩვენი მღვდელმთავრები და ჩვენ ვიქნებით პირნათელნი ჩვენი ქვეყნისა და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სცენიდან. ძალიან მიჭირს ამის თქმა, პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება. გთხოვთ ამას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.