დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი: აშკარად ვხედავთ, რომ ებრძვიან ეკლესიას და ძალიან ცუდად დაამთავრებენ

“აშკარად ვხედავთ, რომ ებრძვიან ეკლესიას და ძალიან ცუდად დაამთავრებენ ის ადამიანები მოღვაწეობას, ვინც შეგნებულად გვიშლის ხელს ღვთისმსახურების ჩატარებაში”, – ამის შესახებ დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ეკლესიაში არწასვლაზე ხაზგასმა კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა ითქვას, რომ ადამიანები თავშეყრის ადგილებზე არ უნდა წავიდნენ.
„თუ მანქანებით გადაადგილების უფლება არ იქნება, ყველა მივალთ ფეხით ტაძრებში.
აშკარად ვხედავთ, რომ ებრძვიან ეკლესიას და ძალიან ცუდად დაამთავრებენ ის ადამიანები მოღვაწეობას, ვინც შეგნებულად გვიშლის ხელს ღვთისმსახურების ჩატარებაში. მე რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ კლინიკაში არ მიხვიდეთ, ხომ უხერხულობაში ჩავვარდები?
რატომ უსვამენ ხაზს- არ წახვიდეთ ეკლესიაშიო? თქვი, რომ თავშეყრის ადგილებზე არ წახვიდეთ და არა მარტო ეკლესიაში. თუ ვინმეს ჩემი ტონი არ მოეწონა, უბრალოდ, მოქმედებს ჩემზე ეს ყველაფერი და ვიცი შედეგები, როგორც დამთავრდება ეს ყველაფერი. მე არ მინდა, ვიხილო მართლა ბევრი კუბო გარკვეული ადამიანების ოჯახში, ვინც ეკლესიას ებრძვის. მართლა არ მინდა, ღმერთმა შეუნდოს ყველას. მრავალ აღდგომას დაგვასწროს ღმერთმა“, – განაცხადა დეკანოზმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები