გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს 25 ტომარა ფქვილი გადაეცა

გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს 25 ტომარა ფქვილი გადაეცა. საჩუქარი მერიის პარტნიორ ორგანიზაციას დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილმა მიუტანა.  აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 25 ბავშვს ემსახურება და მათთვის კვების, ხელობის შემსწავლელი კურსებისა და სხვა სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელთა  ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება.

“ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ცენტრის ფუნქციონირება ამ ეტაპზე შეჩერებულია. საჩუქარს ცენტრის ბენეფიციარები ოჯახებში მიიღებენ. შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ფქვილი ბიზნესმენების – გივი აბალაკისა და არჩილ მოგელაშვილის საჩუქარია. გორის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის მათ ქველმოქმედებისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები