ალექსანდრე ლუკაშენკო: კორონავირუსი ნარკომანებისთვის არის კარგი გაკვეთილი

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის კარგი გაკვეთილია.

ამის შესახებ ლუკაშენკომ ამნისტიისა და შეწყალების საკითხზე თათბირზე განაცხადა.

“ნარკომანებისა და მწეველებისთვის ეს კარგი გაკვეთილია. ეს ჩანს პნევმონიის რთულ დაავადებაზე. ასევე, კორონავირუსით დამძიმებულ პნევმონიაზე. ეს კარგი გაკვეთილია, რომ დაფიქრდნენ, როგორ წარმართონ საკუთარი ცხოვრება ამ პანდემიის შემდეგ”, – თქვა ლუკაშენკომ.

16 აპრილის მდგომარეობით, ბელარუსში კორონავირუსით 4161 ადამიანია ინფიცირებული, 40 ლეტალური შემთხვევაა, 203 კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები