გიორგი ვოლსკი: სახელისუფლო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ დახმარება აღმოუჩინონ საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს

“სახელისუფლო სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეროვნების მიუხედავად დახმარება აღმოუჩინონ საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ადამიანებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სადაც, ამ რეჟიმიდან გამომდინარე, დღეს გაცილებით უფრო რთული ვითარებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცალკეულმა წევრებმა სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში არსებული ვითარება განიხილეს.

„გარკვეული რესურსები კიდევ არსებობს და ამ რესურსების განაწილებისთვის, გაზიარებისთვის ვართ მზად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მესიჯი მიაღწევს ჩვენი ნებისმიერ თანამოქალაქის ყურამდე და გაითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი მოქალაქე, განიცდის არსებულ ვითარებას. ნუ აჰყვებიან იმ სულელურ, მავნებლურ პროპაგანდას, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ეწევა. ჩვენ მზად ვართ თანადგომისათვის. ბევრი გავაკეთეთ და კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ამასთან დაკავშირებით საზღვრების გადაკეტვა, ისეთი რეჟიმის შექმნა, რომ ვერ მივაწოდოთ დახმარება, არის არაადამიანური და არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომელსაც შეფიცეს ექიმებმა, აფხაზი იქნება ის, ოსი, ქართველი თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების. ამაზე შევთანხმდით და გარკვეული პრაქტიკული საკითხებიც განვიხილეთ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები