ფინეთი, ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსებას გაზრდის

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობს, ფინეთი ორგანიზაციის დაფინანსებას 1 მილიონი ევროს ოდენობით გაზრდის.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ხაავისტომ განაცხადა.

მისი თქმით, WHO და ფინეთის მთავრობა 2015 წლის დაფინანსების ზღვრამდე დაბრუნებაზე შეთანხმდნენ, როდესაც შენატანი 5,5 მილიონ ევროს შეადგენდა.

14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიაზე არასათანადო რეაგირებაში დაადანაშაულა და მისი დაფინანსება “გამოძიების დასრულებამდე” შეწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები