საგარეჯოში შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო ამანათები გადასცეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის მოადგილე – ალექსი გილაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა – რომან მუჩიაშვილმა საგარეჯოში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებსა და დევნილებს სასურსათო ამანათები გადასცეს, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და თანადგომა აღუთქვეს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოწყვლად ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, სოციალური თანადგომის აქციები ეტაპობრივად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები