საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა, 74 პაციენტი გამოჯანმრთელებულია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 336-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზეა განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 494 პირი.
ინფორმაციისთვის, 336 ადამიანიდან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.