“დავრჩეთ სახლში, თორემ მოგველის ის, რაც იყო იტალიაში, ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს” – პაატა იმნაძის ემოციური მიმართვა

“დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარა გვაქვს. დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე, რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღდგომის ღამის მსახურებასან დაკავშირებით, საპატრიარქოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობა არ დაემორჩილება წესებს იძულებული იქნებიან ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლებას საყოფაცხოვრებო კარანტინის გამოცხადებისკენ მოუწოდონ.

„დღეს მთელი საქართველო რისკის ჯგუფია. დღეს ჩვენ ამის დრო აღარა გვაქვს. დღეს ჩვენ ვართ იმის საშიშროების წინაშე რომ ჩვენთან განმეორდება იტალია. ხვალ ჩემ თანამშრომელს ასაფლავებენ ზურაბ მირიანაშვილს. კაცს რომელსაც 4 სტენტი ჰქონდა გულში ჩადგმული და ყოველ დღე დღე და ღამეს ათენებდა და მუშაობდა ვერ გავაჩერეთ იმიტომ რომ იცოდა თავის სამშობლოს ემსახურებოდა თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ზურას ხსოვნის გულისათვის ხალხი ნუ გავაკეთებთ იმას რომ ის რაც გავაკეთეთ დღემდე და გავაჩერეთ , მაქსიმალურად გავაჩერეთ წყალში ჩაყაროთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება ესე.

ეს არ ეხება მარტო ეკლესიას. ეს ეხება იმასაც რომ ოჯახებში ვრცელდება. სტატისტიკა ხომ იცით. გავიგოთ და გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახშიც საჭიროა არა, თუ მარტო გარეთ. ესე ჩვენ 3 კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ დარჩით სახლში და არ გახვიდეთ არსად.

თუ არ დავრჩებით სახლში ვერ გადავრჩებით ჩვენ ვერ გადავრჩებით. თუ საჭირო გახდება ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. მე ვუყურებდი მანქანები, როგორ გადიოდა ქალაქიდან. მე მესმის, რომ ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ, დღეს ვთქვათ ერთხელ უარი იმისათვის, რომ ჩვენი ერი გადარჩეს. იგივე ეკლესია გადარჩეს. ნუ წახვალთ ეკლესიაში გადავარჩინოთ ეკლესია. თქვენ მეტი არაფერი არ მოგეთხოვებათ. დარჩით სახლში.

ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს ეს გვინდა? დავრჩეთ სახლში. შიდა გადაცემა დაიწყო, ქვეყენაში არიან ხალხი, რომელიც არის ინფიცირებული, მაგრამ, არ იციან, რომ ინფიცირებულები არიან.

ჟურნალისტის კითხვაზე; იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს შესაძლებელია თუ არა ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საყოფაცხოვრებო კარანტინი გამოაცხადოს. იმნაძე პასუხოვს, რომ შესაძლებელია.

“თუ ხალხს არ ესმის ის, რომ სახლში უნდა იყვნენ მაშინ იძულებული ვიქნებით ეს ურჩიოთ ხელისუფლებას”, – ამბობს იმნაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები