კომპანია AS Georgia-მ 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება გაუწია
აზერბაიჯანულმა კომპანია AS Georgia-მ 250 სოციალურად დაუცველ ოჯახს საქართველოს მასშტაბით დახმარება გაუწია და საკვები პროდუქტები გადასცა.
ქვეყანაში შექმნილი საკარანტინე სიტუაციის გათვალისწინებით, სოციალური პასუხისმგებლოის ფარგლებში, AS Georgia- მ მარნეულსა და გარდაბანში მცხოვრებ 250 ოჯახს სოციალური დახმარება გაუწია და საკვები პროდუქტები გადასცა. მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, კომპანიის წარმომადგენლების ჩართულობით, სასურსათო ამანათები დარიგდა.
კომპანია AS Georgia მომავალ კვირას კვლავ გეგმავს 250 ოჯახის დახმარებას და ეს პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება.
კომპანია AS Georgia-მ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მარტის ბოლოს შექმნა ფონდი 200 000 ლარის ოდენობით და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფონდში StopCov სოლიდური შენატანი განახორციელა.

