ბოლნისში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა
ბოლნისის გენდერული საბჭოს წევრებმა და მოხალისეებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით, მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული აქტივობა საგანგებო მდგომარეობისა და თვითიზოლაციის პირობებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით განხორციელდა.
ბუკლეტების დარიგება ქალთა საინფორმაციო ცენტრის კამპანიის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანი ქალებისთვის სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
მოხალისეებმა სამ ენაზე შედგენილი ბუკლეტები ქალაქ ბოლნისის გარდა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებშიც დაარიგეს.