მარტვილში ვეტერანთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საკვები პროდუქტების დარიგება გრძელდება. ამჯერად, სსიპ–ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ომში მარჩენალ დაკარგულებს და ომში დაღუპულთა შშმ შვილებს საკვები პროდუქტები გაუგზავნა.
აღნიშნული პროდუქტები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსმა – როლანდ წულაიამ და ამავე სამსახურის სპეციალისტმა ვეტერანთა საკითხებში – ლევან ჭედიშვილმა ოჯახებს სახლში მიუტანეს.