რომან კაკულია: ჩვენი კონტრიბუცია ერთიანი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისათვისაა მიმართული
“ჩვენი კონტრიბუცია ერთიანი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისათვისაა მიმართული”, – აღნიშნულის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ერთიანად, ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების გაჟღერება და ამას პრემიერი და მისი სპიკერები გააკეთებენ.
„კონკრეტულ დახმარებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გუშინ პრემიერმა გააჟღერა. ორჯერ ითქვა რიცხვი – 1,5 მილიარდი, საიდანაც ერთი იქნება ბიუჯეტისა და სხვადასხვა პროგრამისათვის, არის, ასევე, შესაძლებლობა, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით ამ ციფრის, 1,5 მილიარდის ფარგლებში მოხდეს კომერციული ბანკებისათვის მხარდაჭერა, რომლებიც, ასევე, თავის მხრივ, ბიზნესების ხელშეწყობისთვის იქნება მიმართული. რაც მთავარია, უნდა დაზუსტდეს დახმარების ის პაკეტები, გარდა იმისა, რაც უკვე გაჟღერებულია იგივე კომუნალურ დახმარებებთან დაკავშირებული პაკეტი. მაგრამ ყველა სოციალური ფენა რა ტიპის დახმარებას მიიღებს სწორედ, ამის დაზუსტებას ემსახურებოდა დღევანდელი დღე. ვფიქრობ, რომ დღეს ერთიანად, ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს საბოლოო გადაწყვეტილების გაჟღერება და ამას პრემიერი და მისი სპიკერები გააკეთებენ. ჩვენი კონტრიბუცია კი ერთიანი და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისათვის არის მიმართული”, – განაცხადა რომან კაკულიამ.