ბილ გეიტსი: პანდემიის დროს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა საშიშია
“მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებისთვის გააკრიტიკა.
აშშ-ის შემდეგ, ორგანიზაციის უმსხვილესი დონორია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი, რომელმაც 2018-2019 წლებში ორგანიზაციის ბიუჯეტის 9,76% უზრუნველყო.
ბილ გეიტსმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ მსოფლიოს ახლა როგორც არასდროს სჭირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
“ჯანდაცვის სფეროში მსოფლიო კრიზისის დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა ისეთივე საშიშია, როგორც ჟღერს. მათი მუშაობა COVID-19-ის გავრცელებას ანელებს და თუ ეს სამუშაო შეჩერდა, ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ შეცვლის მათ. მსოფლიოს WHO სჭირდება ისე, როგორც არასდროს”, – დაწერა ბილ გეიტსმა.