თელავის ისტორიული მუზეუმი – ონლაინექსკურსია მეფის სასახლე-მემორიალში (ვიდეო)

თელავის ისტორიული მუზეუმი უერთდება ინიციატივს „დარჩი სახლში“ და დამთვალიერებელს სთავაზობს ონლაინექსკურსიას მეფის სასახლე – მემორიალში.
ექსკურსიას უძღვება მუზეუმის გიდი – მარიამ კორინთელი.

„დარჩი სახლში  და დისტანციურად დაათვალიერე კახთა მეფეთა სასახლე“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
სასახლე აგებულია XVII საუკუნეში არჩილის მეფობის წლებში და ოდნავ გადაკეთებულია ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში. ძეგლმა ჩვენამდე პირველადი სახით ვერ მოაღწია – ისტორიულ ვითარებათა გამო, სამი საუკუნის მანძილზე მისმა იერმა საგრძნობი ცვლილებები განიცადა და არაერთხელ გადააკეთეს.
ძველი ანაზომების მიხედვით, აგურით ნაშენი სასახლე ორნაწილიანი ყოფილა. იგი შედგებოდა წაგრძელებული ფორმის სწორკუთხა, დიდი სატახტო დარბაზისაგან, რომელსაც სამი მხრიდან ერთიანი დერეფანი შემოუყვებოდა. დერეფნის კუთხეებში განთავსებული იყო მცირე ზომის 6 კვადრატული ოთახი (ამჟამად მათგან შემორჩენილია ხუთი ოთახი). ერთ–ერთ მათგანში დაიბადა და გარდაიცვალა ერეკლე II.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები