“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მყოფ 40 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა”

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფ 40 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მისივე თქმით, 5 პაციენტის ანალიზის კვლევა გრძელდება.

“კლინიკაში 47 პაციენტი იმყოფება. PCR კვლევაზე 45 პაციენტის ანალიზია აღებული და 40 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. ხუთი ანალიზის კვლევა გრძელდება.

რეანიმაციაში ერთი პაციენტი იმყოფება, რომელიც, ცხელების გამო, ჩვენს კლინიკაში მართვით სუნთქვაზე გადმოიყვანეს. ამჟამად, პაციენტი მართვითი სუნთქვიდან მოხსნილია, მდგომარეობა გაუმჯობესებულია”, – აღნიშნა ბექაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები