აზერბაიჯანის საელჩო სოციალურად დაუცველ 200 ოჯახს თბილისში საკვები პროდუქტებით დაეხმარა

აზერბაიჯანელ მეწარმეთა კავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერას აგრძელებს. გუშინ თბილისის საკრებულოში აზერბაიჯანის ელჩმა და მისმა თანმხლებმა პირებმა საქართველოში 200 შეჭირვებული ოჯახისათვის განკუთვნილი სურსათ-სანოვაგე მიიტანეს.
თბილისის საკრებულოს ხელნძღვანელმა, გიორგი ტყმალაძემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

სიციალურად მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის კამპანია აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით 9 აპრილს დაიწყო. გასული კვირის განმავლობაში დახმარება გაეწია 1000-ზე მეტ ოჯახს მარნეულში, თბილისში, რუსთავში, ბოლნისსა და გარდაბანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები