რატი იონათამიშვილი: საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს
“ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის შეცვლა არასწორი გადაწყვეტილება იქნება.
„როდესაც ჩვენი ქვეყნა კრიზისულ ფაზაში შედის, საგანგებო მდგომარეობის შეცვლა არასწორი გადაწყვეტილება იქნება. ამიტომ, მე მხარს ვუჭერ და ვფიქრობ, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში, რაც უშუალოდ იქნება დაკავშირებული როგორც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობასთან, ასევე – ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.