მამა თეოდორე გიგნაძე: ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, ის უფრთხილდება მოსახლეობას

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, არამედ ის უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის, ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ”, – ამის შესახებ ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელმთავარმა, მამა თეოდორე გიგნაძემ ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

მისი თქმით, ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც წმინდა წერილი გვავალდებულებს.

„ხელისუფლება არ ითხოვს ჩვენგან ქრისტეს უარყოფას, ის უფრთხილდება მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, რამეთუ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქენი ვართ, რომ ვირუსულ დაავადებას, რომელმაც პანდემიის სახე მიიღო მთელს მსოფლიოში და ჩვენთან, მადლობა ღმერთს, მას ეს სახე ჯერ არ მიუღია, არ შეეწირონ ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი სისხლი და ხორცი, მით უმეტეს, ასაკოვანი ადამიანები. ამიტომ ეს მორჩილება სწორედ ის მორჩილებაა, რომელსაც წინდა წერილი გვავალდებულებს, კერძოდ, პავლე მოციქული და, ზოგადად, ის სული, რომელიც ქრისტეს ეკლესიაშია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ საპატრიარქო რეგულაციებსაც იმიტომ, რომ ჩვენ ეკლესიის წიაღში ვმოქმედებთ და ეკლესიის გარეთ მღვდელი აღარ არის მღვდელი, ერის ადამიანი აღარ არის მრევლის წევრი. ქრისტემ დაგლოცოთ, დაგვიფაროს უფალმა ამ განსაცდელის ჟამს და მოგვცეს შინაგანი რესურსი იმისა, რომ ჩვენ არა, მთელმა გარეგანმა არ დაგვაშოროს სიყვარულსა ქრისტესა, ამინ!”, – განაცხადა თეოდორე გიგნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები