ლევან გოფოძე: ჩემი რეკომენდაციაა, დავრჩეთ სახლში, მაქსიმალური დისტანცირება ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების შეჩერებას

“ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია არის, რომ კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანებთან კონტაქტი, ამიტომაც დავრჩეთ სახლში”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალური დისტანცირება ინფექციის გავრცელების შეჩერებას ხელს შეუწყობს.

“ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია არის, რომ ამ ვირუსის გავრცელებას ხელს უწყობს ადამიანებთან კონტაქტი. ამიტომაც, მთელს მსოფლიოსა და, მათ შორის, საქართველოში მუდმივად ხედავთ წარწერას – “დარჩით სახლში”. ჩემი რეკომენდაციაა, დავრჩეთ სახლში და პირადი ჰიგიენა მაქსიმალურად დავიცვათ. მაქსიმალური დისტანცირება ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების შეჩერებას, მით უმეტეს, რომ, ეპიდემიოლოგიური პროგნოზით, ყველამ კარგად ვიცით, რომ ნელ-ნელა დგება პიკური სიტუაცია, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ უნდა მოიმატოს. ეპიდემიოლოგია მეცნიერებაა, საკმაოდ კარგად განვითარებული და ის სტატისტიკური გათვლები, რაც ჩვენს ეპიდემიოლოგიურ სამსახურს აქვს დაფუძნებულია მეცნიერულ ანალიზზე, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ, ერთმანეთს მოვერიდოთ”, – განმარტა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები