“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშულო სიმძიმისაა

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფ ერთ პაციენტს, ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე თქმით, პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული 22 კვლევიდან 20-ის პასუხია მიღებული და მათგან ერთია დადასტურებული შემთხვევა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. პაციენტის, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ეპიდემიოლოგები მუშაობენ მის ანამნეზთან მიმართებით“, – განაცხადა ბექაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები