ბარსელონაში კორონავირუსს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ბარსელონაში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსისგან გარდაიცვალა.
მისივე თქმით, პაციენტს ონკოლოგიური პრობლემებიც აღენიშნებოდა.
“მინდა, გაუწყოთ ერთი სამწუხარო ფაქტის შესახებ. ჩვენი მოქალაქე, 65 წელს დაბადებული პირი კორონავირუსით ბარსელონაში გარდაიცვალა.
ის გახლდათ ონკოპაციენტი, ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებული ჰქონდა. საქართველოს საელჩო ბარსელონაში მის ოჯახთან მუდმივ კავშირზეა”, – განმარტა მინისტრმა.