ზვიად შალამბერიძე: მუნიციპალიტეტებში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობა გაგებით ეკიდება ამოქმედებულ კარანტინს

“იმერეთის რეგიონში: ვანში, თერჯოლასა და ბაღდათში მოსახლეობის შემოწმება და, საჭიროების შესაბამისად, მათი თვითიზოლაციაში გადაყვანა ხდება”, – ამის შესახებ მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.  მისი შეფასებით, რეგიონში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.
„ვანში გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი და რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა. სავარაუდოდ, დღეს დავასრულებთ. იყო გამოვლენილი რამდენიმე შემთხვევა, რომელზეც მოხდა რეაგირება, ავუღეთ ანალიზები და, საბედნიეროდ, არ აღმოჩნდა covid 19. ასევე, ბაღდათსა და თერჯოლაშიც არიან ჩვენი მოქალაქეები თვითიზოლაციაში და გააგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას, სანამ არ გავა ეს საკარანტინე პერიოდი. მთლიანად რეგიონში, შეიძლება ითქვას, რომ მშვიდი ვითარებაა, დარღვევა ძალიან ნაკლები გვაქვს უკვე დღევანდელ დღეს. მოსახლეობა ძალიან გაგებით და შეგნებით ეკიდება, ზოგადად, “საკომენდატო საათის” პერიოდსა და საგანგებო მდგომარეობის წესებსაც“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, იმერეთის აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დაინფიცირების პირველი შემთვევები გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები