“ქობულეთის მუნიციპალიტეტში პაციენტების დაკარგვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პაციენტების დაკარგვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
“დღეს, დილით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სოფელ გვარადან კორონავირუსზე 4 საეჭვო სიმპტომების მქონე პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ტრანსპორტირებისას ორი საეჭვო პაციენტი, რომელიც კერძო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ სამედიცინო დაწესებულების მიმართულებით, ბლოკპოსტზე შესაბამისი პროცედურებისთვის დააყოვნეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი მათ მოსაძებნად უკან დაბრუნდა, საეჭვო პაციენტები მალევე იპოვეს და შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს”, – განაცხადეს სამინისტროში.
ცნობისთვის, დღეს დილით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე 4 პაციენტიდან 2 ექიმებს გაექცათ.