კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 7 პირის ტესტი კოვიდ 19 -ზე უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 7 პირის ტესტი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში 11 საკარანტინე ლოკაციაზე 444 ადამიანია მოთავსებული, ხოლო თვითიზოლაციაში 2 პირი იმყოფება.
ამ დროისთვის, კახეთში კოვიდ 19-ის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 266 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 63 პაციენტი და გარდაიცვალა 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 4890 ადამიანი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 439 პირი გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები