ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცე 21-მა ადამიანმა დატოვა
ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცე 21-მა ადამიანმა დატოვა, 50 მოქალაქე კვლავ კარანტინის რეჟიმში რჩება, მეთვალყურეობიდან კი 752 ადამიანი მოიხსნა. ამის შესახებ ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაშია აღნიშნული.
ცენტრის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 291 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი, რეგიონის მასშტაბით, 115 ადამიანია.
რაც შეეხება რეგიონის მასშტაბით მდგომარეობას – ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი 67 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი დღეს დატოვებს.
ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. სპორტსმენის კლასტერიდან ორი მოქალაქის განმეორებითი ანალიზები გაიგზავნება. ისინი, ამჟამად, ანაკლიის საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული. მათ, პირველადი ტესტით, კორონავირუსი არ დაუდასტუდა.
რაც შეეხება ფოთის ჰოსპიტალში, „ცხელების ცენტრში“ გუშინ მოთავსებულ ოთხ პაციენტს – მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ფოთის კლინიკაში, დღის განმავლობაში ლუგარის ცენტრიდან, „კოვიდ-19-ზე” კიდევ ორი პაციენტის პასუხებს ელოდებიან.