ახალქალაქის სოფელ ვარევანში ახალი წყალსადენი ხაზი გაკეთდება

ახალქალაქის განვითარების რეგიონალური ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ვარევანში წელს წყალგაყვანილობის ახალ სისტემას ააშენებს. აღნიშნული სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

წყალგაყვანილობის სისტემის მოწყობაში 688 250 ლარი დაიხარჯება, საიდანაც 500 000 ლარს ადგილობრივი განვითარების ფონდი, ხოლო 188 250 ლარს კი ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს. წყალს სოფელ  სამსარიდან გაიყვანენ.

მუნიციპალიტეტმა ტენდერი 20 მარტს გამოაცხადა. პროექტს კომპანია შპს “უნივერსალ ჯორჯია 2008” 654 321 ლარით განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ვარევანში წყალგაყვანილობის სისტემა 2010 წელს აშენდა. მაშინ სამუშაოებისთვის
180 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს მორწყვისათვის იყენებდა, წყალი სოფელ ვარევანში ვერ აღწევდა.

წყალგაყვანილობის ახალი სისტემა სოფლების გავლით აღარ მოეწყობა, ის ჭაობებისა და დაუსახლებელი ადგილების გავლით აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები