ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს. ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა თავისუფლების 6-დან 9 წლამდე, მასში მონაწილეობა კი 4-დან 6-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.