ადიგენის ცხელების ცენტრიდან ერთი პაციენტის ანალიზი ლუგარში გადააგზავნეს
ადიგენის ცხელების ცენტრში მაღალი ტემპერატურით მოთავსებული პაციენტის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გადააგზავნეს. პასუხები დღეს, საღამოს გახდება ცნობილი.
კლინიკის ექიმის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მხოლოდ ტემპერატურა აღენიშნება.
“გუშინ შემოიყვანეს ცხელები ცენტრში ეს პაციენტი. აღენიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება და ცხელება. სხვა რაიმე გართულებას ადგილი არ ჰქონია. რჩევა ჩვენს მეთვალყურეობის ქვეშ და საღამოს ველოდებით პასუხებს. პაციენტი, როგორც ვიცით, საეჭვო ვითარებაში არავისთან ყოფილა და არც კონტაქტი ჰქონია ინფიცირებულ ადამიენთან”, – გვითხრა ადიგენის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლალი ბალახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში სულ 4 ცხელების ცენტრი მოქმედებს: ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ბორჯომის კლინიკაში.