საირმის საკარანტინე სივრცე 22-მა მოქალაქემ დატოვა

საირმის საკარანტინე სივრცე 22-მა მოქალაქემ დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე ყველა მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

იმერეთის რეგიონში 4 საკარანტინე ზონა არის მოწყობილი.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით, ამ დროისთვის, 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები