თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა
“კლინიკაში, ამჟამად, 41 პაციენტი იმყოფება. გუშინ კორონავირუსზე 24 კვლევა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან ერთს დადებითი პასუხი დაუფიქსირდა”, – ამის შესახებ თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პაციენტი ასაკოვანი ქალია.
„კლინიკაში, ამჟამად, 41 პაციენტი იმყოფება. გუშინ 24 კვლევა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან ერთს დადებითი პასუხი დაუფიქსირდა. ეს არის ჩვენი ყოფილი პაციენტის დედა, ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ. მისი ანამნეზი დატვირთულია იმით, რომ მის შვილსაც დაუდასტურდა კოვიდ-19. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მისიც, მათ შორის. დანარჩენ პაციენტებს დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.