“წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში აღდგომის ღამეს 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ”

“წმინდა ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:15 საათზე ჩამოვაბრძანებთ”,- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, “პილიგრიმ ტურსის” ტურიზმის დირექტორმა, ცისანა გემაზაშვილმა განაცხადა, რომელიც ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება.

“წელს განგებამ სხვანაირად გამოგვიწერა. თვითმფრინავში ვიჯდებით მხოლოდ ორი სასულიერო პირი და მე. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი მადლმოსილ ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს დედა ეკლესიას, ყველას. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ სიყვარული დაგვაკლდა. უნდა გავამრავლოთ სიკეთე.

23:15 საათზე ჩამოფრინდება თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აქედან თვითმფრინავი ჩაფრინდება თელ-ავივის ბენ-გურიონის აეროპორტში, თუმცა არ გვაქვს თვითმფრინავიდან გადასვლის უფლება, არც მამა დავითს, არც მამა თეიმურაზს და არც მე.

წამოვიყვანთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იქ არიან, რამდენი ადამიანიც ჩაეტევა თვითმფრინავში. თბილისის აეროპორტში 23:15 საათისთვის უკვე უნდა იყოს ჩამოფრენილი თვითმფრინავი და პირდაპირ სამებაში მოვალთ“, – განაცხადა გემაზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები