გიორგი გახარია: მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიების მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

“დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები ბრწყინვალე აღდგომას აღნიშნავენ.

მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს – ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ საყოველთაო განსაცდელს აუცილებლად დავძლევთ ერთიანი ძალისხმევით”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები