მარინა ეზუგბაია: კრიტიკული რჩება მხოლოდ 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ერთ-ერთ მათგანთან უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით მათ კლინიკაში 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ერთ-ერთ მათგანთან უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება.

მისივე თქმით, კლინიკაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება ჯერჯერობით შეუძლებელია.

“3 კრიტიკული პაციენტიდან, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და კრიტიკულად არ ითვლება, მძიმე პნევმონიებიდან კრიტიკული რჩება მხოლოდ 2 პაციენტი, თუმცა ერთ-ერთ მათგანთანაც უკვე სტაბილიზაცია შეინიშნება და მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება კვლავ მძიმედ, რომლის პროგნოზის გათვალისწინება ჯერჯერობით შეუძლებელია, თუ დინამიკაში მონიტორინგი არ გაგრძელდება და არ შევაფასებთ დინამიურად.

გუშინ დღის განმავლობაში, ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და მხოლოდ ერთი დადასტურდა, დანარჩენი ყველა იყო უარყოფითი და მათ შორის, წარმოებს იმ პირების მონიტორინგი, რომელთა გამოჯანმრთელებაზეც არის ლაპარაკი და 4 პაციენტიდან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხით იყო გამოჯანმრთელება მიღებული. ერთ-ერთთან კონცენტრაცია შემცირდა, მაგრამ პასუხი დადებითია და მისი მონიტორინგი გაგრძელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები