წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადასცეს
წალკის მუნიციპალიტეტის მერმა ილია საბაძემ, მოადგილეებთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტები პირადად გადასცა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” წალკის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მერმა ხალხს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა და ჯანმრთელობა უსურვა.
“სურსათის გადაცემა ეტაპობრივად გაგრძელდება. წალკის მუნიციპალიტეტში პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და საინფორმაციო კამპანია რეკომენდაციებისა და მითითებების შესახებ როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.