Atlantico: ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ვალდებულება და თავისსავე საზღვრებთან წაახალისოს ეკონომიკური და დემოკრატიული სტაბილურობა
„შიდა უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ვალდებულება და თავისავე საზღვრებთან წაახალისოს ეკონომიკური და დემოკრატიული სტაბილურობა. როდესაც ისეთი პროევროპული მთავრობები გამოჩნდებიან, როგორიც საქართველოს ჰყავს, ეს პოზიტიური მოვლენა ჯეროვნად უნდა იქნეს გაგებული, აღიარებული და დაფასებული”, – წერს atlantico სტატიაში სათაურით – „ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა”.
ავტორის თქმით, პოლიტიკურ ჭრილში საქართველოს წინსვლა ბოლო წლებში თვალსაჩინოა.
„აქ მნიშვნელოვანი ასპექტია კორუფციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება. ბიზნესის ანტიკორუფციული პორტალის თანახმად, „კორუფცია ძალიან დაბალ რისკს უქმნის საქართველოში კაპიტალდაბანდების სურვილის მქონე უცხოურ კომპანიებს”. არც მეორე კვლევის მოსაზრებაა ნეიტრალური, რადგან „კორუფციის აღქმის ინდექსი” (არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ) 2019 წელს გამოქვეყნდა და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. მასში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის ისეთი წევრი სახელმწიფოების დონეზეა, როგორებიცაა პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. მასში, ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატებს (სერბეთი, ალბანეთი და კოსოვო) ბევრად უსწრებს წინ”, – ნათქვამია სტატიაში.