ირაკლი შონია: მიუხედავად იმისა რომ პრემიერის მხრებზეა იმ სირთულის დაძლევა,რომელსაც მსოფლიო გაჭირვებით უმკლავდება, ვიცი რომ მისთვის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა და კანცელარიის შენობაში და არც სახლში არ გაჩერდებოდა

დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიდოდა მთავრობის სასახლესთან დღეს! მიუხედავად იმისა რომ მის მხრებზეა იმ სირთულის დაძლევა,რომელსაც მსოფლიო გაჭირვებით უმკლავდება, ვიცი რომ მისთვის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა და კანცელარიის შენობაში და არც სახლში, არ გაჩერდებოდა, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 9 აპრილის მემორიალთან მისვლას.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, პრემიერმა მთავრობის სასახლის წინ,მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,მემორიალთან მისვლა ვერ მოახერხა, მაგრამ,გავლებულ ღობესთან სანთლებიც დაანთო და ყვავილებიც მიიტანა.

“ცხადია ტიტები…
გიორგი გახარიას თქმით: 31 წლის წინ, 9 აპრილს, 1989 წელს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, უდიდესი იმედიც და ეს იმედი განხორციელდა. ყველას კარგად გვახსოვს უკვე ახალ 9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლეს ისტორიაში. ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის…
პრემიერმა უფრო ხაზგასმითაც დასძინა: გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა,რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან,1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა!
და მართლაც 9 აპრილიდან, 9 აპრილამდე ერთმა უდიდესმა თარიღმა შვა უკიდეგანო ტრაგედია და ამავე დროს დიდი გამარჯვება!
9 აპრილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღე!”, – წერს ჟურნალისტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები