„ორნი აქა – იქ“ – სპექტაკლის ვიდეოჩვენება გაიმართება

9 აპრილს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფეისბუქგვერდზე გურამ დოჩანაშვილის  მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „ორნი აქა – იქ“ ვიდეოჩვენება გაიმართება.
რეჟისორი – ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი; მხატვარი – კახა ქორიძე;  კოსტიუმების მხატვარი – მარიამ ქორიძე;
კომპოზიტორი – კოკა ნიკოლაძე;  სასცენო მოძრაობა – გიორგი ოსეფაშვილი.
მონაწილეობენ: ანა-მარია გურგენიშვილი, გიორგი ნაკაშიძე, თემო ნატროშვილი, მაია გელოვანი, ნათია მეტრეველი, გვანცა გურგენიშვილი, ნიკა წერედიანი, გუგა კახიანი, ბექა ჯუმუტია, ეკა გოგრიჭიანი, სოფო ებრალიძე, მარიამ მაჭარაშვილი, მაკა ცინცაძე, თამთა თათარაშვილი, რეზი გიორგობიანი, ცოტნე მეტონიძე, ბაჩანა პატარაია, ანრი ბიბინეიშვილი.
9 აპრილის ტრაგედია….  ჯალათი ჯარისკაცი და უდანაშაულო მსხვერპლი – პატარა გოგონა, რომელიც ბოლომდე ინარჩუნებს ადამიანთათვის უმნიშვნელოვანეს თვისებას – მიუტევოს და აპატიოს, თუნდაც ეს მისი მკვლელი იყოს…
სპექტაკლის ხანგრძლივობა 80 წუთია.
პრემიერა  2009 წლის 16 ივნისს შედგა.

სპექტაკლის ნახვა შესაძლებელია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/TumanishviliFilmActorsTheatre/?eid=ARCyKeUlg6qh-mWVFtIGKSenhbLlfLMIW2Peivt2wgiHMSlZASNkMNgSmsdf1MFx-Dxl7oDrfiDx2KKb

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები