„გრძელი ნათელი დღეები” – ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის ონლაინჩვენება გაიმართება

9 აპრილს, 19:00 საათზე, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის ონლაინჩვენება  გაიმართება სახელწოდებით – „გრძელი ნათელი დღეები”.
„გრძელი ნათელი დღეები” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმია თანამედროვე ქართული კინოს ისტორიაში. ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე და მას შემდეგ „გრძელი ნათელი დღეები” ათეულობით ქვეყანაში აჩვენეს.
აღსანიშნავია, რომ „გრძელი ნათელი დღეები“ საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 2014 წლის „ოსკარზე“.
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია.
„გრძელი ნათელი დღეების“ ბმული  გასაჯაროვდება ეროვნული კინოცენტრის ფეისბუქგვერდზე 9 აპრილს, 19:00 საათზე და ხელმისაწვდომი იქნება 21 აპრილის ჩათვლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები