დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითიგზა-სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზებისთვის მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში საჭიროა, 2020 წლის 10 აპრილის 16:00 საათიდან საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან, ამავე საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებულ ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე საავტომობილო მოძრაობის ჩაკეტვა, გარდა სამშენებლო სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

ჩაკეტვის პერიოდში, დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-204) თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზაზე დადაფნარი-სამტრედია-ახალსოფელი და ბაშის სატრანსპორტო კვანძზე არსებული პანდუსი 2-ის გავლით დაკავშირდება თბილისის მიმართულებასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები