მიხეილ ჩხენკელი: 9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალასა და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას
9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების შესახებ ისაუბრა
„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და, ამავე დროს, თავისუფლების გამარჯვების დღეა. ამიტომაცაა, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა სახელებს ღრმა წუხილითა და თან სიამაყით ვიგონებთ. მადლიერებით მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი თავდადებით მომავალ თაობათა თავისუფლებისკენ გაკვალა გზა.
დღეს, როდესაც სულ სხვა სახის გამოწვევათა პირისპირ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერთიანობისა და თანადგომის ეს პრეცედენტი კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას”, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.