მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგომა ცხოვრების ჩვეული სტილია

“90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეული სტილი – ქველმოქმედება – საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგომა და ამის გაგრძელება იყო ის რაც ვიხილეთ გუშინ, როდესაც აისახა შესაბამის ფონდში ეს თანხა”, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის განხორცილება.

მისივე თქმით, აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის სფეროს გამართული საქმიანობისთვის დღემდე ნახევარ მილიარდამდე ლარის ქველმოქმედება განახორციელა.

„ბუნებრივია, როდესაც ხარ იმედიანად, რომ გყავს ადამიანი გვერდით და ქვეყანას და ხალხას ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რომ ასეთი სერიოზული ქველმოქმედება, ასეთი სერიოზული დონაცია გააკეთოს და ეს გააკეთოს იმისათვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს კოვიდ-19 -ის მიერ გამოწვეული ზიანი, ეს ყოველთვის მისასალმებელია.

არ შეიძლება არ ვთქვათ ასევე, რომ არა მხოლოდ ეს დონაცია, ბატონ ბიძინას გაკეთებული აქვს ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში და როდესაც დღეს სიამაყით ვსაუბრობთ, რომ ჯანდაცვის წარმომადგენელები, ჯანდაცვის სფერო ძალიან კარგად უმკლავდება გამოწვევას, უნდა გავიხსენოთ აქაც აუცილებლად, რომ ამ ადამიანს აქაც სერიოზული ქველმოქმედება აქვს განხორციელებული. ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმას, რომ პრევენციული ღონისძიებები დღეს სისტემურად კარგად მიმდინარეობს და ეს ფაქტორიც აუცილებლად უნდა ვთქვათ ხოლმე და აღვნიშნოთ, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები