გიორგი გახარია: რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შეიძლება, მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე

“რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შეიძლება, ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ზომების გამკაცრების თაობაზე და არა – ცალკეული რეგიონების ნაწილში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა – იგეგმება თუ არა ლენტეხში Covid-19-ის გამოვლენის გამო საგანგებო მდგომარეობით დაწესებული ზომების გამკაცრება.

ინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ჯერ ელოდებიან ტესტირებების საბოლოო შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. მისივე თქმით, ცალკეული კლასტერები უკვე ფიქსირდება სხვადასხვა რეგიონში.

„ქობულეთში არის სერიოზული კლასტერი, აგრეთვე, მარნეულსა და ბოლნისში. ახლა ლენტეხი გაჩნდა, სამეგრელოში არის რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში, ვნახოთ რა შედეგები გვექნება დღის ბოლოსთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები